რა არის ადამიანის ყველაზე დიდი დაბრკოლებები ცხოვრების მანძილზე და ის გზარა არის ადამიანის ყველაზე დიდი დაბრკოლებები ცხოვრების მანძილზე და ის გზა

25 სექ

      ერიქსონის აზრით გამოიყო 8 სოციალური, ფსიქოლოგიური საფეხური: ჩვილობა, ადრეული ბავშვობა, თამაშის ასაკი, სკოლის ასაკი, მოზარდობა, ჭაბუკობა, ძრდასრულობა და სიბერე, თუმცა თანამედროვე დასავლურ კულტურაში, ადამიანი ცხოვრება 4  ნაწილად იყოფა: ბავშვობა , მოზარდობა, ზრდასულობა და მოხუცობა.ბავშვობა ითვლება ასაკი დაბადებიდან მოზარდობამდე.  ეს ის ასაკია, როდესაც ადამიანი არის უზრუნველი და არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია.  

   

      მოზარდობა– არ არის შორს ბავშვობისაგან, ეს არის ასაკი როდესაც ადამიანში არის გარდამავალი ეტაპი, ბავშვობიდან ზრდასრულობამდე. ეს არის პერიოდი, როდესაც  ადამიანს შეუძზლია ჩაიდინოს ბევრი სისულელე, გაუთვალისწინებელი და დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგას და შემდგომ არ იღელვოს ამაზე, რადგან მოზარდობაში ჩადენილი სისულელეების გამო, ხშირად არ მოგეთხოვება პასუხი.                 

       ზრდასრულობა არის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი. ეს არის ასაკი,  როდესაც ადამიანი საკუთარი თავის ბატონ–პატრონია და საკუთარ შეცდომებზე მოეთხოვება პასუხი.იგი პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. ხშირ შემთხვევაში ადამიანს არა მარტო თავისი თავის, არამედ ოჯახიც აბარია ,რაც ხშირად მას განსაძღვრული არ აქვს. ადამიანი ამ დროს იწყებს, თავისი მომავლის საქმინობისა და ოჯახის შექმნას.

        მოხუცებულობა კი არის ასაკი, როდესაც ცხოვრების ძირითადი ნაწილი გავლილი გაქვს, წინ არაფერია თუ არა სიკვდილი და ტკბობა იმით, რაც ზრდასრულობაში შექმენი. (ოჯახი, საქმიანობა, ნათესავები, საყვარელი ადამიანები)Image

Image

  როდესაც ბავშვი მოზარდია ( შეიძლება ასეც ვუწოდოთ) 21–ე საუკუნეში ხშირია : გათხოვება, ძალადობა, აბორტი, გაუთვალისწინებელი ორსულობა. ჩემი აზრით, თანაედროვეობაში ძალადობის მიზეზი ტელევიზია და მასში ნაჩვენები ფილმები ძალადობაზე, მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე, მანიაკალურ ქცევებზე და ა.შ.  თინეიჯერების ფეხმძიმობის  შემთხვევების გახშირება კი დაკავშირებულია, იმასთან, რომ ამ ასაკის ადამიანები ცდილობენ დამკვიდრებას საზოგადოებაში. ცდილობენ იყვნენ სრულიად თავისუფალნი და ხშირად ზღვარს ვეღარ ხედავენ, ამას კი სავალალო შედეგები   მოჰყვება. მოზარდმა უნდა იცოდეს ზომიერება და დაფიქრება, ზშირად ყველაფერი დაუფირებელ გადაწყვეტილებებს მოსდევს, მას წინდახედულობა მართებს.           Image

დატოვე კომენტარი