მთლიანი ოჯახი. წარსული.

8 დეკ

 არ მეგონა თუ ასეთი სუსტი და სენტიმენტალური ვიყავი. ზველმა სურათებმა გული ამიჩუყა, სურათებმა რომელებზეც მე არ ვარ, სურათები ისეთი დროის სადაც ჩემზე ჯერ არც კი უფიქრიათ, სურათები რომლებზეც ჩემთვის ძვირფასია ადამიანების წარსულია აღბჭდილი. მე ხომ არც კი ვყოფილვარ იმ წარსულში მარგამ მენატრება, მენატრება ის წარსული და ის ადამიანები რომლებიც დღეს ჩემთან არ არიან, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, ადამიანები რომლებმაც დამტოვეს, დამტოვეს, წავიდნენ, ჩემზე არც კი უფიქრიათ რომ მე ისინი მთელი გულით მიყვარდა, რა სისულელეს ვბოდავ მთელი ცხოვრება ხომ ისინი ჩემზე ზრუნავენ ან ზრუნავდნენ, ტირილიც აღარ შემიძლია იმდენად სუსტი ვარ, მაგრამ ცრემლები გაუჩერებლივ მოდიან დაბლა, დაბლა,  არ უდნათ ჩემთან დარჩენა, ჩემთან სადაც დიდი ტკივილი, დარი და მონატრებაა. ამას ვერავინ ამჩნევს, მე კი არ მიდნა შევამჩნიო ომ ასეთი სუსტი ვარ და ასე ძლიერად მენატრრება წარსული რომელიც მე არ მეკუთვნის. რას არ ვიზამდი ეხლა, ისევ მთელი ოჯახი, დიდი და ლამაზი ოჯახი ერთად რომ ვყოფილიყავით, რა უბადრუკია ყოველივე როდესაც წარმოვიდგენ რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს ყველას ერთად ვეღარ ვნახავ, ერთად ერთი მაგიდის გარშემო, ერთ ჭერქვეშ. რისი გაკეთება შემიძლია, არაფრის მე ხომ უბადრუკი არსება ვარ. და.. და .. ეხლა რას ვაკეთებ მივტირი წარსულს, განა შეიცვლება ამითრამე.. აარაფერი. ბიძაჩემს ახალი ოჯახი აქვს, ეხლა ისინი უყვარს, მე მე ხომ ყველაზე მეტად ვუყვარდი, მისი პატარა პრინცესა ვიყავი მეფერებოდა და მანებივრებდა, როცა სიცხე მქონდა ზღაპრებს მიკითხავდა, ჩემთვის აღარ სცალია, ეხლა თავისი პატრა შვილი იქნება ფერია… ძალიან მიყვარხარ, მინდა ისევ პატარა ვიყო და ერთად ვჭამოთ ნაყინი, ის დღეები ეხლა მხოლოდ ფოტოებიდან რომ მახსოვს რამდენად ძვირფასია ჩემთვის რომ იცოდე. დეიდაჩემს არარ სცალია ჩემთვის რომ თმა დამვაცხნოს, კაბა ჩამაცვას, დამხატოს… ბებიაჩემი აღარ მათარებს თბილისსის ქუჩებში, მუზეუმებში, აღარ მათვარიელებინებს თბილისის ლამაზ ქუჩებს. ბაბუაჩემი აღარ მიხსნის მათემათიკას რომელიც 3 წლის შემდეგ უდნა მესწავლა, რა მკაცრია ბუნების კანონი, მას ვეღარასდროს ვნახავ, პოტოებს, როდესაც პოტოზე ვხედავ  მინდა ჩავეხუტო ძალიან ძალაინ მაგრად. დედაჩემი აღარ მაჭმევს თავისი ხელით ფაფას, მამაჩემი აღარ მთხოვს რომ ჩემი შარვალი ვაჩუქო ომელიც თითზეც არ ჩაეტეოდა, მენატრება მენატრება წარსული მენატრება მთელი გულით. მინდა ისევ ერთად ვისხდეთ დიდი მაგიდის გარშემო ყველანი ერთად მე და ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, ზოგი დრომ ზოგი კი ცხოვრებამ წამართვა.

წითელი თბილი ფერები, გარეთ სიცივე სახლში კი დიდი სითბო.

16 ნოე

http://youtu.be/z1rYmzQ8C9Q 
ახალი წელი. ახალი წელი მოდის, ვერც კი ვიჯერებ რომ უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ახალი წლის მოსვლას ველოდი, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რც პირველი თოვლი მოვიდა, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემთვის საყავრელი და ძალიან ძვირფასი ადამიანები გავიცანი, ერთი წელი გავიდა რაც შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი აურიე, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც .. მას შემდეგ.. და მას შემდეგ. როგორ მიყვარს ტკბილი მოგონებების თბილად გახსენება. ძველი ფოტოების დათვარიელება, იმ მომენტების გონებაში აღდგენა და მერე უაზროდ სიცილი, უაზროდ და გაუჩერებლად. ძალიან მომენატრება ის დრო ქუჩაში რომ ვხეტიალობდით უაზროდ, ძალიან ციოდა, სიცივე არ გვაწუხებდა მაშინ ხომ საუკეთესო დაქალები ვიყავით და ერთად იმდენად კარგად ვგრძნობდით თავს რომ გაყინული ხელები და დალურჯებული ტუჩები მხოლოდ მააშინ გვახსენდებოდა სახლში რომ მივდიოდით. დროებით ამ თემას გადავდებ რადგან ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ წასულში და ოპტიმისტურ რეალობაში შეიძლება განვიხილო. Image
    წითელი დიდი ბაბთები, მწვანე ნაძვისხე ბევრი ლამაზი ფერადი სათამაშოთი აკინძული, მოგიზგიზე ბუხარი, მისი ცხელი ალი ლოყებს რომ მიწითლებს, ძველ დიდ ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი წიგნი, საჩუქრად მამაჩემს რომელიც “ერთი საუკუნის” მაინც იქნება, ეტყობა რამდენიმეჯერ გადაუპურცლავთ, საინტერესო წიგნი ჩანს. ცხელი რძიანი ყავა, რომელსაც ჯემპრჩამოჩაცულ ხელსაც კი ძლივს ვკიდებ იმდენად ცხელია, ლამაზად შეფუთული ბევრი კანფეტები და შოკოლადიანი ორცხობილები, დროდადრო მთლიანად წიგნში ვეფლობი და ვერ ვხვდები ჩემს გარშემო რა ხდება, მოულოდნელად საახალწლო კოკაკოლის რეკლამა მაფხიზლებს, ვხვდები რომ ყოველ წუთს ვუახლოვდებით ახალ წელს, მიის მნიშვნელობა იმდენად პართოა, იმდენად თბილი, იმდენ მოგონებას და სიყავრულს მიღვიძებს გინებაში, ბედნიერების ღიმილი მეფინება სახეზე. 
   გარშემო სიყვარულის სუნია. ყველაზე საყვარელი მომენტი ახალ წლამდე ჩემი მოგზაურობაა. მივდივართ ვარჩევ სხვადასხვა ნივთებს, წითელ და მწვანნე ფერებში, შოკოლადებს და ფერად ნათურებს. სახლში ნაძვისხის ჩემს გემოზე მორთვას ვიწყებ, მერე მბეზრდება ერთობ ეს საქმიანობა და დდედიკოს გადავულოცავ ამ საქმეს, აშკარად დედიკო უფრო ლამაზად აკეთებს და მეც მშვიდად ვუყურებ რადგან ვიცი საბოლოოდ ლამაზი გამოვა. თოვლისბაბუა … მდა ამას რაც შეეხება ღრმა ბავშვობაშიც კი ვიცოდი რომ თოვლისბაბუები არ არსებობდნენ, ამიტომ არასოდეს არ დამწერია წერილი თოვლისბაბუისატვის მაგრამ წინა წელს, დავწერე წერილი სადაც აბსტრაქტული სურვილები ეწერა, თითქმის ყველა ამიხდა და წელსაც ვაპირებ თოვლისბაბუისათვის წერილის დაწერას  (:დ) Image
      ამ ახალ წელს მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვითეთ ერთად აღგვენიშნა ახალი წელი და იმედია რომ კარგად გავერთობით, კი არა და იმედია რომ ერთად შევხვდებით როგორც დაგეგმილი გვაქვს, ძირს ჩავმწკივდებით და საბან შემოხვეულები, ცხელი რძით ხელში საახალწლო ფილმს მიშტერებულებს  ჩაგვეძინება.სოუ სვით .
     ახალ წელში საახალჭო მზადების, ბუხრის, ცხელი ჩაის, ბუხრის წინ წიგნის კითხვის გარდა ყველაზე მეთად სითბო მიყვარს, ის სითბო არა რომელსაც ბუხარი ან რომელიმე გამათბობელი გამოჰყოფს, ის სითბო ადამიანები რომ გამოსცემენ ერთმანეთისადმი, ის სითბო სახლში შესვლისას თვალებს რომ  მოგჭრის, ის სითბო ყოველი ბედნიერებისას ერთმანეთს რომ ვუზიარებთ. ენდ სოოუ მთელი გულით ველი ახალი წლის დადგომას.

უბრალოდ წყნარი ცხოვრება მინდა თავისი მკაცრი კანონებით მაგრამ მშვიდი.

11 ნოე

დილით რომ დგები და ვერაფერს ვერ აანალიზებ. ჯერ ნახევარი ცხოვრება გავლილი რომ არ გაქვს და უკვე იმაზე რომ ფიქრობ ეს დღე როდის დამთავრდება რომ საწოლამდე მიაღწიო უგონოდ დაწვე და ”წამიერად გაითიშო”, შუადღის შვიდი საათი რომ არის და მხოლოდ ახლა მოდიხა დილიდან გასული სახლში, მთელი დღე სწავლით გადატვირთული რომ გაქვს გონება და მეორე დღისთვის  უამრავი რამ გაქვს სასწავლი, უამრავი კი უბრალოდ დასაზეპირებელი ნიშანი რომ მიიღო, სხვა შემთხვევში სწავლას რომა არ გიფასებენ. იცი ისიც კი მახსოვს ერთი ცივი ღამე იყო, ძალაიან მეძინებოდა, იმდენად რომ თვალები მიმძიმდებოდა და დახუჭვას ძლივს ვსძლევდი, თამარ მეფეზე გვქონდა თემა დასაწერი. თამარი ძალაინ მიყვარს, ასეც რომ არ ყოფილიყო დავალება იყო და რომ არ, ან, ვერ დაგეწერა ჟურნალში დიიიდ ოიანს გააფორმებდნენ, დიდიო ისე იძახდნენ თითქოს რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონოდა. თუმცა ძალაინ  დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც დავწერე დავალება, სულ თორმეტი ფურცელი იყო, რა დამავიწყებს, საჩვენებელ თითზე წითლად მეტყობოდა კალმის ნაკვალევი მთელი ღამე რომ ჩაბღაუჭებული მეჭირა. მეორე დღეს ნახევრად მეძინა, ბედნიერი ვიყავი, თითქოს დიდი გული მქონდა, არა, სხვა მნიშვნელობით არა, უბრალოდ კარგი ნიშნის მიღების და ჩემი ნაშრომის დაფასების იმედი მქონდა, ჩემმა კლასელმაც “გააკეთა” თემა, ჩვენს შორის განსხვავება ის იყო რომ იმან ამოაპრინტერა მე კი დავწერე ჩემი ხელით. იმან 10 მიიღო მე კი 8 დამიწერა. ყოველთვს კარგად ვსწავლობდი, ქართულს განსაკუთრებით, დამრიგებლის საგანი იყო და უდნა მესწავლა კიდევაც, უბრალოდ .. უბრალოდ ამის შემდეგ ყოველგვარი სტიმულიდ დამეკარგა რაიმე პრეზენტაციის გაკეთების. სწავლა მიყვარს, მიყვარს ახალის გაგება, და კიდევ ის მიყვარს ძალიან, ჩემი მსოაზრებები რომ მაქვს სხვადასხვა თემებზე, საზოგადოებაში თავისუფლად რომ შემიძლია ლაპრაკი.. და  ა.შ. მოკლედ მიყვარს სწავლა ურალოდ სკოლაში იმდენად მკაცრი რეჟიმია, იმდენად დაუნდობლობა და რამოდენიმე ჩემთვის უაზრო საგანი რომ ხშირად სწავლის სურვილი მეკარგება. ხომ შეიძლება რამდენიმე საგანი არჩევით იყოს ან ელემენტაულ დონეზე ისწავლებოდეს. არც კი მინდა ამ თემაზე საუბარი. მასწავლებბლები კი დაპროგრამებული რობოტებივით არიან, ერთი იმდენი ჩაატარონ გაკვეთილი და არც კი აინტერესებთ როგორ გაიგო მოსწავლემ ეს. მე კი დავდივარ და ვემზადები მარგამ სწორედ ესაა რომ სკოლის გარდა მასწავლებლებთან რომ დავდივარ დრო აღარ მრჩება იმისათვის რომ რაიმე წიგნი წავიკითხო, უაზროდ ვიხეტიალო, კინოს ვუყურო ან უბრალოდ ” წამოვგორდე ” საწოლზე და მუსიკას ვუსმინო, მერე რომ ტკბილად ჩამეძინოს. სწავლა სწავლა სწავლა. საჭიროა სწავლა უბრალოდ ის რაც დაგჭირდება, რაც შენს პროფესიას გამოადგება და რაც გაინტერესებს. შეიძლება რამე რომ შეცვალოთ  ?!Image

ჩამკიდე ხელი და წავიდეთ

8 ნოე

რაღაც სიცივემ გამაჟრიალა, შენ გწერ და მომენატრე. მე სულ მენატრები როცა ვერ გხედავ. ეხლა მე და შენ, სახურავზე ან სადმე ბუნებაში, რამდენიმე ბოთლი შავი ღვინო, ან ლუდი, ბევრი ბევრი ტკბილეული ჩვენ რომ გვიყვარს, თბილი ჯემპრები და ადიელა ორივე რომ გაგვათბოს. ბევრს ვიცინებდით ძველ ისტორიებზე, ბევრასც ისე უაზროდ, მერე უცბად მოვიწყენდით, რაღაც გაგვახსენდებოდა რაზეც ლაპარაკი არ არის საჭირო და უბრალოდ გვესმის. მეერე მხარძე დაგადებდი თავს, ცრემლები წამომივიდოდა შენ შუბლზე მაკოცებდი მე გეტყოდი ომ ძალიან  მიყვარხა და ასე ვიჯდებოდით დიიდი ხანი. დრო კი ისე გავიდოდა ვერც შევამჩნევდით. მერე კი სახლში თბილად მჯდარები ამ ისტორიას გავიხსენებდით და ბედნიერად გავიღიმებოდით ეს დღე კი სულ ჩვენთან დარჩებოდა… ❤ 

რა არი მუსიკა ჩემთვის

7 ნოე

დავხუჭე თვალები და გავუჩინარდი, წავედი ასე უკვალოდ, ცოტა ხნით, ან დიდი ხნით, ან სულაც სამუდამოდ. რა იქნება ეს მხოლოდ სიმღერის მოსმენა რომ არ იყოს და მართლაც  რომ გავუჩინარდე. პიველ დღეს, მეორე დღეს ყველას მოვენატრები მერე კი აღარავის ვემახსოვრები. რა იქნებოდა დროის შეჩერება რომ შეიძლებოდეს.   დროს ფასი აღარ ექნებოდა. ან იქნებ შეიძლება და ჩვენ არ გვიცდია, ან იქნებ შეიძლება და ჩვენ ვერ ვამჩნევთ… ან… ან… ან რა აზრი აქვს ყოველივე ვარაუდების გამორიცხვას თუ  ყოოვლად შეუძლებელს განვიხილავთ.  რა კარგია იმ წარმოსახვითი სამყაროს განსჯა რომელსა ვხედავთ, იმაში შესვლა, განკიცხვა, ჩარევა. რეაალურ ცხოვრებაში რატომ ვერ ვცვლით იმას რასაც იმ არარეალირში შევცვლიდით… პასუხები კიდევ არ არის. რამდენი კითხვა არსებობს პასუხგაუცემელი, ნეტა თუ გაეცემა მათ პასუხები. და საერთოდ როდის მოეღება ამ ყველაფერს ბოლო. გურკვევლობა, ყველგან, ყველაფერში. ხომ შეიძლება უბრალოდ ყველაფერი მოგვარდეს… არ არის აუცილებელი რომ კარგისკენ, უბრალოდ წერტილი უნდა დაესვას ყოველგვარ გაურკვევლობას და გაირკვეს სამუდამოდ. თითოეული შენი სიტყვა, შენი ხმის გაჟღერება. არ ვიცი უბრალოდ ძალიან მიყვარს ამ ყოველივეს მოსმენა. თითქოს ჩემთვის შეიქმნა, სპეციალურად, ინდივიდუალურად და არ შეიძლება ვინმე სხვაც უსმენდეს, სხვამაც იცოდეს.. ეგოისტობა ?? არ ვიცი, მაგრამ  რაც არ უნდა ერქვას ეს მხოლოდ ჩემია. შეიზლება 5 წელი არაფერია მაგრამ მთელი ცხოვრება იმისათვის რომ მუსიკა შევიყვარო. თუ შენც იგივეს არ განიცდი ვერ გაიგებ რა ძვირფასია, როგორ მიდის ახლოს გულთან იქ როგორ იკეთებს სახლს და სამუდამოდ იქ როგორ სახლდება, ყოველ წუთას თავს გახსენებს, ყოველი ბედნიერი მომენტი როდესაც შენს ცხოვრებაში ყოფილა ამ სიმღერას რომ უკავშირდება, ყველა ის უბედურება, ამ სიმღერის საშვალებით რომ განგიქარვებია და მერე ისევ ბედნიერს ამ სიმღერისთვის რომ მოგისმენია. ნაცნობ ადგილს რომ ჩაუვლი, გრძნობ რომ თვალები გიმძიმდება, ხუჭავ, ახელ და გახელილს თვალების უპეები რაღაც წყლით რომ გაქვს ამოვსებული და არ იცი საიდან მოვიდა, ან არ გინდა მიზეზზე იფიქრო, და ისევ შენი საყავრელი სიმღერა გახსენდება რომელიც ერთგული მეგობარივით მუდამ შენს გვერდითაა. სიმღერის ყოველი მონაკვეთი შენს განვლილ ცხოვრებას რომ გახსენებს და ზოგჯერ ბედნიერებით, ზოგჯერ კი სნანულით რომ გაგაღიმებს. უბრლოდ… უბრლოდ შენში უდნა იყოს სიმღერა. პირველი აკორდის აღებისთანავე ტანში ჟრუანტელი რომ გივლის მერე კი სასიამოვნო ნოტებს გრძნობ, ყუებიდან მთელს სხეულში და ბოლოს შენს სულამდეც მიაღწევს.

რა არის ადამიანის ყველაზე დიდი დაბრკოლებები ცხოვრების მანძილზე და ის გზარა არის ადამიანის ყველაზე დიდი დაბრკოლებები ცხოვრების მანძილზე და ის გზა

25 სექ

      ერიქსონის აზრით გამოიყო 8 სოციალური, ფსიქოლოგიური საფეხური: ჩვილობა, ადრეული ბავშვობა, თამაშის ასაკი, სკოლის ასაკი, მოზარდობა, ჭაბუკობა, ძრდასრულობა და სიბერე, თუმცა თანამედროვე დასავლურ კულტურაში, ადამიანი ცხოვრება 4  ნაწილად იყოფა: ბავშვობა , მოზარდობა, ზრდასულობა და მოხუცობა.ბავშვობა ითვლება ასაკი დაბადებიდან მოზარდობამდე.  ეს ის ასაკია, როდესაც ადამიანი არის უზრუნველი და არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია.  

   

      მოზარდობა– არ არის შორს ბავშვობისაგან, ეს არის ასაკი როდესაც ადამიანში არის გარდამავალი ეტაპი, ბავშვობიდან ზრდასრულობამდე. ეს არის პერიოდი, როდესაც  ადამიანს შეუძზლია ჩაიდინოს ბევრი სისულელე, გაუთვალისწინებელი და დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგას და შემდგომ არ იღელვოს ამაზე, რადგან მოზარდობაში ჩადენილი სისულელეების გამო, ხშირად არ მოგეთხოვება პასუხი.                 

       ზრდასრულობა არის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი. ეს არის ასაკი,  როდესაც ადამიანი საკუთარი თავის ბატონ–პატრონია და საკუთარ შეცდომებზე მოეთხოვება პასუხი.იგი პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. ხშირ შემთხვევაში ადამიანს არა მარტო თავისი თავის, არამედ ოჯახიც აბარია ,რაც ხშირად მას განსაძღვრული არ აქვს. ადამიანი ამ დროს იწყებს, თავისი მომავლის საქმინობისა და ოჯახის შექმნას.

        მოხუცებულობა კი არის ასაკი, როდესაც ცხოვრების ძირითადი ნაწილი გავლილი გაქვს, წინ არაფერია თუ არა სიკვდილი და ტკბობა იმით, რაც ზრდასრულობაში შექმენი. (ოჯახი, საქმიანობა, ნათესავები, საყვარელი ადამიანები)Image

Image

  როდესაც ბავშვი მოზარდია ( შეიძლება ასეც ვუწოდოთ) 21–ე საუკუნეში ხშირია : გათხოვება, ძალადობა, აბორტი, გაუთვალისწინებელი ორსულობა. ჩემი აზრით, თანაედროვეობაში ძალადობის მიზეზი ტელევიზია და მასში ნაჩვენები ფილმები ძალადობაზე, მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე, მანიაკალურ ქცევებზე და ა.შ.  თინეიჯერების ფეხმძიმობის  შემთხვევების გახშირება კი დაკავშირებულია, იმასთან, რომ ამ ასაკის ადამიანები ცდილობენ დამკვიდრებას საზოგადოებაში. ცდილობენ იყვნენ სრულიად თავისუფალნი და ხშირად ზღვარს ვეღარ ხედავენ, ამას კი სავალალო შედეგები   მოჰყვება. მოზარდმა უნდა იცოდეს ზომიერება და დაფიქრება, ზშირად ყველაფერი დაუფირებელ გადაწყვეტილებებს მოსდევს, მას წინდახედულობა მართებს.           Image

ყველაფერი მაქვს რაც მინდა და ეს მაძლევს საბაბს ვიყო ბედნიერი

16 სექ

ჩემთვის უვირფასესი ადამიანია და ძალიან მიყავრს. მთელი დღე, საათი, კვირა, თვე, წელი შემიძალია მასთან ერთად საუბარში ან დუმილში გავატარო. ყველაზე კეთილი და მოსიყვარულე ადაიანია. ყველაზე ძალიან მიყვარს და მის გვერდით როცა ვარ უბედნიერესი ვარ. ვიცი ჩემზე ბედნიერი არავინა, იმიტომ რომ ანა მარტო ჩემია. ^^  Image ყველა მისი რჩევა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. და მიყვარს,  მოკლედ ბევრი რომ აღარ ვიბოდიალო, დასასვენებლად რომ ვიყავი ნახვა ვეღარ მოვახერხე, რომ ჩამოვედი წყნეთში წავედი, დღეს გავედი,  უნდა მენახა და შემეჭაამა. პეკინზე იყო გასული და დედამისმა შემიპატიჟა (როგორ მიყარს ანასტასიას დედიკო, თან ხატავს, თან ძალიან ყურადღებიანი და მხიარულია) ტელევიზორს უყრუებდა ანას პატარა უსაყვარლესი ძამიკო გიო, მეც მივუჯექი და ერთად დავიწყეთ ყურება ^^ . მიყვარს ძალიან “მულწიკები”. რამდენიმე სერიას ვუყურეთ და გიოს ჩაეძინა, გადავხედე და ცოტა გამოვფხიზლდი მეც გიოსავით რომ არ ჩამძინებოდა ^^. ანას დაურეკა დედამისმა, ვიიყყიდით და გამოვალთო, კიდევ დიდიხანი ველოდე, მერე დავურეკე და ვუთხარი რომ მოხვალ დამირეკე და გამოვალ თქო. გზაშ კდიევ უფრო მომენატრა რომ ვერ ვნახე და სახლში რომ მოვედი ანაზე ვფიქრობდი და მეგონა ვეღარ ვნახავდი, არაფრის გამო ისე უბრალოდ რომ ვეღარ ვნახე და მინდოდა ტირილი დამეწყო ხმამაღლა და ანასთვის დამერეკა და მეთქვა რომ ყევლაზე მეტად მიყვარს <3. ❤ დღეს საღამოს რომ შემოვიდა მომწერა  და ერთი სული მაქვს ხვალ როდის ვნახავ. ყველაზე საყვარელი და თბილია, მეგობული და ყველაზე მეტად მიყავრს და ყველაზე ემტად ვუყვვარვარ ^^ ❤

.

5 სექ

ჩემი ნახატები (2)

5 სექ

რამდენიმე ახალი ცოტა გაუმჯობესებული, რამდენიმე კი ძველი გადმონაშთი .

ჩემი გრძელი თმა ^^

31 აგვისტო

ყოველთვის მომწონდა გრძელი თმა და რაც გრძელი მქონდა, უფრო და უფრო გრძელი მინდაოდა ^^ .  ძალიან მინდა შევიჭრა მაგრამ ენანება, გრძელიც მინდა, ოკლეც მინდა ^^ ორივე მიდნა…გუშინ გავიხუმრე რომ თმა შევიჭერი, ფოტო ავტვირთე ოგს მოეწონა, ზოგს კიდევ ძველი ერჩივნა, ზოგს ჩემს მაგივრდ დაენანა ^^ მომწონს.